Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ ევა ორტმანის საჯარო ლექცია „სპარსული სალიჰოტრა: ცხენების შესახებ სანსკრიტული ტექსტის ტრანსფორმაცია და ადაპტაცია სპარსულ ტრაქტატებში“

ოქტომბერი 17, 2025 / 16:00 - 17:00

17 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში პროფესორი ევა ორტმანი, გიოტინგენის უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, წაიკითხავს ლექციას „სპარსული სალიჰოტრა: ცხენების შესახებ სანსკრიტული ტექსტის ტრანსფორმაცია და ადაპტაცია სპარსულ ტრაქტატებში“.

მომხსენებელი ისაუბრებს სალიჰოტრას თარგმანებზე, განსაკუთრებულ ყურადღებას  გაამახვილებს ტექსტის ვარიანტებზე და შეეცდება წყაროების იდენტიფიცირებას, რომლებიც, მისი აზრით, ორიგინალის გვიანდელი დანამატებია.

ინდოეთის სუბკონინენტზე ისლამური მმართველობის პერიოდში ინდური ენებიდან, ძირითადად სანსკრიტიდან, ბევრი ტექსტი ითარგმნა სპარსულად, მათ შორის თვალსაჩინო რაოდენობით გვხვდება ცხენოსნობასთან დაკავშირებული ტრაქტატები, რომლებიც ჩვეულებრივ უკავშირდება სანსკრიტზე დაწერილ სალიჰოტრას ლეგენდარულ ტრაქტატს ცხენოსნობის შესახებ, რომელიც შემორჩენილი არ არის. სალიჰოტრას თარგმანები ჩვეულებრივ შედგება ვარაუდებისა და პროგნოზების, ასევე ვეტერინარიასთან დაკავშირებული ნაწილებისგან.

მომხსენებლის შესახებ

ევა ორტმანი, გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი, 2018 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ირანული კვლევების ინსტიტუტის დირექტორია. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს მონღოლთა იმპერიასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასტრალური მეცნიერებებისა და მათემატიკის, ასევე ოკულტური მეცნიერებების ისტორიის შესწავლას, ინდურ-სპარსული ენების ცოდნასა და კულტურის ტრანსფერს.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 17 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N3

დასწრება თავისუფალია.

2025

Details

Date:
ოქტომბერი 17, 2025
Time:
16:00 - 17:00
Event Categories:
,