14 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 26-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი.
2024 წელს გუნდმა მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდებს შორის პირველი ადგილი ფესტივალზე „სტუდფესტ 2024“.
გუნდის წევრებს ჰქონდათ წარმატებული გასტროლები პოლონეთში, სერბეთში, ესტონეთსა და საფრანგეთში.
გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია.
დრო: 14 ივლისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.