10 ივლისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიორგი ბოიჩენკო დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ქართლის აუზისა და მისი მომიჯნავე კავკასიონისა და აჭარა-თრიალეთის ნაოჭა-შეცოცებით სარტყლებს შორის ტექტონიკური დაძაბულობის მქონე ზონის კომპლექსური კვლევის შედეგები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეა გოდოლაძე
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 10 ივლისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2025