8 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში ილიაუნისა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი შოთა აზიკური დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს Science in Democracy: Constructing the Authority of Science („მეცნიერება დემოკრატიაში: მეცნიერების ავტორიტეტის კონსტრუირება“).
ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი.
ნაშრომის ფოკუსია ექსპერტული ცოდნის ავტორიტეტისა და მოქალაქეთა ავტონომიის დაძაბული ურთიერთმიმართება. დოქტორანტი იკვლევს, როგორ უნდა დაეყრდნოს დემოკრატია მეცნიერებას ისე, რომ არ შეილახოს არც დემოკრატიული პრინციპები და არც მეცნიერების ხარისხი, აანალიზებს, თუ როგორ ქმნის თანამედროვე მეცნიერების ვიწრო სპეციალიზაცია ბარიერებს საზოგადოებრივი ჩართულობისთვის და გვთავაზობს ნორმატიულ ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე და მის ლეგიტიმურ ინტეგრაციას პოლიტიკურ პროცესებში.
სამეცნიერო ხელმძღვანელები:
მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი მიხაელ კვანტე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიის პროფესორი გიგა ზედანია
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 8 ივლისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, S800 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
2025