Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შეხვედრა ილიაუნის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან

ივლისი 8 / 16:00 - ივლისი 11 / 17:00

8 ივლისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის წარმატებული კურსდამთავრებულები, მიხეილ წურწუმია, ანა ებანოიძე და თეკლა ბრეგვაძე, შეხვდებიან სტუდენტებს და გაუზიარებენ გამოცდილებას უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენების და კარიერული განვითარების შესაძლებლობაზე.

შეხვედრას გაუძღვება ილიაუნის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა მეიშვილი.

ღონისძიებაზე სტუდენტები მიიღებენ რეკომენდაციებს საწყის ეტაპზე პროფესიული განვითარების პროცესთან დაკავშირებით.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 8 ივლისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2025

Details

Start:
ივლისი 8 / 16:00
End:
ივლისი 11 / 17:00
Event Categories:
,