Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ახალი ინიციატივის NARI პრეზენტაცია და მოხალისე სტუდენტების დაჯილდოება

ივლისი 7 / 13:00 - 14:00

7 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში  კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევის ლეიბნიცის ცენტრი გამართავს მეცნიერების პოპულარიზაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

I ნაწილი: NARI – Network of Amateur Researchers Inquiry

ღონისძიებაზე ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მკვლევარი თინათინ ჩხარტიშვილი წარმოადგენს ახალ ინიციატივას NARI (Network of Amateur Researchers Inquiry), რომლის მიზანია ბუნებით დაინტერესებული პროფესიონალების, მოყვარული მკვლევრების, ნატურალისტების და მოქალაქეების ერთი იდეის ქვეშ გაერთინება. პლატფორმა ხელს შეუწყობს გარემოსდაცვით საკითხებზე შეხვედრების, კვლევითი პროექტებისა და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.

ღონისძიებაზე მოწვეული ნატურალისტები, მოქალაქე-მეცნიერები, საზოგადოებას გაუზიარებენ გამოცდილებას და ისაუბრებენ მოყვარულ მეცნიერთა როლზე. წარმოაჩენენ გზებს, როგორ შეიძლება დაინტერესებული პირები ჩართონ კვლევით საქმიანობაში ფორმალური განათლების გარეშე.

II ნაწილი: ენტომოლოგიის ლაბორატორიის მოხალისე სტუდენტთა დაჯილდოება

ორგანიზატორები დააჯილდოებენ სტუდენტებს, რომლებიც გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში მონაწილეობდნენ ენტომოლოგიური მიმართულების საველე და ლაბორატორიულ ღონისძიებებში. მათ საზეიმოდ გადაეცემათ სერტიფიკატები აქტიური მონაწილეობისა და სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის. დოქტორანტების მიერ მოხალისეობრივად ორგანიზებულ პრაქტიკულ ტრენინგებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ კვლევით პროცესში.

არასამთავრობო ორგანიზაცია საბუკოს განათლების მიმართულების ოფიცერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ალუმნი ეკა არსენაშვილი  ისაუბრებს იმის შესახებ, როგორ შეძლებენ სტუდენტები მომავალში მსგავს აქტივობაში ჩართვას.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს.

დრო: 7 ივლისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2025

Details

Date:
ივლისი 7
Time:
13:00 - 14:00
Event Categories:
,