12 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103 დარბაზში ლუბლინის სოციალურ და სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ლეშეკ ზაკრჟევსკი და აგნიეშკა მიხალსკა წაიკითხავენ ლექციას სისხლის, სისხლის ჯგუფებისა და კვებასთან მათი კავშირის შესახებ.
ლექცია საინტერესო იქნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებების, ბიოლოგიის, კვების მეცნიერების, გამოყენებითი ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის სტუდენტებისთვის.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 12 ივნისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N3
დასწრება თავისუფალია.
2025