23 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ლიდსის უნივერსიტეტის ენის, კულტურისა და საზოგადოების მეცნიერებათა სკოლის, ენის ტექნოლოგიების პროფესორი სერგეი შაროვი წაიკითხავს მოხსენებას „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“.
პროფესორი შაროვი მიმოიხილავს ევროკავშირის პროგრამის Horizon ფარგლებში განხორციელებული პროექტის iDem მიდგომებსა და შედეგებს. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების, მათ შორის ხანდაზმულების, მიგრანტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებში ენობრივი ბარიერების დაძლევის გზით.
მომხსენებელი განიხილავს, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას. რამდენადაც სათათბირო დემოკრატია უზრუნველყოფს ურთიერთგაგებას დაინტერესებულ მხარეებს შორის, რთული ინსტიტუციური ენა ხშირად გამორიცხავს ხანდაზმულების, მიგრანტებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების მონაწილეობას სამოქალაქო პლატფორმებსა და ონლაინ სივრცეებში. სწორედ ამიტომ პროექტი, რომელიც ხორციელდება ბარსელონის ქალაქის მერიასთან, Cibervoluntarios-თან, PIM-სა და ANFFAS-თან თანამშრომლობით, ფოკუსირებულია სამ კვლევით შემთხვევაზე და მიზნად ისახავს კატალონურ, იტალიურ და ესპანურ ენებში კომპლექსური ლინგვისტური მოვლენების იდენტიფიცირებას, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ამ საზოგადოებისთვის სათათბირო პროცესებში მონაწილეობა. სისტემურ-ფუნქციური ლინგვისტიკის საფუძველზე პროფ. შაროვი განიხილავს სხვაობას ენის მომხმარებლებსა (მაგ. სოციალურ-დემოგრაფიული ფაქტორები) და ენის გამოყენებას (მაგ. კომუნიკაციური ფუნქციები) შორის და მის ზეგავლენას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სათათბირო დიალოგზე.
მოხსენების ბოლოს პროფესორი შაროვი აანალიზებს რისკებს, ერთი მხრივ, ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინების შექმნისა, და, მეორე მხრივ, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების უგულებელყოფის შესახებ.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 23 ივნისი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორია, გ.წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.