30 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ქეთევან ქათამაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „პოლიტიკური რეჟიმის ტრავმის რეპრეზენტაციის მოდელები პერსონაჟთა სიზმრებში: პრესაბჭოთა, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული პროზის მიხედვით“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ცირა კილანავა, ფილოლოგიის დოქტორი, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 30 მაისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ.N1
დასწრება თავისუფალია.