Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სოკრატული დისკუსია ევროპასა და საქართველოზე

მაისი 29 / 15:00 - 17:00

29 მაისს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოკრატული წრის ფორმატის დისკუსია ევროპასა და საქართველოზე.

სოკრატული წრე წარმოადგენს აკადემიური სემინარის ერთ-ერთ აპრობირებულ მეთოდს, რომელიც დაფუძნებულია რაციონალურ მსჯელობაზე. აქ არ არსებობს დაპირისპირებული მხარეები, თუმცა მონაწილეები ერთმანეთის მოსაზრებებს ყურადღებით ისმენენ, სვამენ კრიტიკულ კითხვებს და ერთობლივად ცდილობენ დასკვნების გამოტანას.

დისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის სტუდენტებს, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან მოწვეულ სტუდენტებს.

დისკუსიის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და ერთობლივ განხილვაში მონაწილეობა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 29 მაისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2025