Loading Events

« All Events

  • This event has passed.

იურისტ აიჰან ჰასანლის საჯარო ლექცია „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრა − სამართლებრივი და სოციალური ასპექტები“

მაისი 24 / 15:00 - მაისი 25 / 16:00

24 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება სოკრატეს კლუბის ორგანიზებით ორგანიზაცია „საფარსა“ და პლატფორმა „სალამთან“ თანამშრომლობით გამართავს საჯარო ლექციას „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრა − სამართლებრივი და სოციალური ასპექტები“.

მომხსენებელია აიჰან ჰასანლი, ილიაუნის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის პროგრამის მაგისტრი, ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი და პლატფორმა „სალამის“ კაპიტანი. იგი განიხილავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრის – ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაციის – სამართლებრივ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. ყურადღებას დაუთმობს კონკრეტულ შემთხვევებს, მათ შორის 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეს. ეს საქმე სიმბოლურად ასახავს იმ მტკივნეულ რეალობას, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები საქართველოში აწყდებიან.

დისკუსიის მონაწილენი მიმოიხილავენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სოციალურ ბარიერებს, მათ შორის განათლებასა და შრომით ბაზარზე წვდომის სირთულეებს, რაც ხშირად მათ ეკონომიკურ დაუცველობასა და განვითარების შეზღუდულ შესაძლებლობებს განაპირობებს.

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს, მკვლევრებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და დისკუსიაში მონაწილეობის ყველა მსურველს, რომელთაც სურთ გაიღრმაონ ცოდნა ქალთა უფლებებისა და ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის მიმართულებით.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 24 მაისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

Details

Start:
მაისი 24 / 15:00
End:
მაისი 25 / 16:00
Event Categories:
,