5 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ვარშავის სიცოცხლისშემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (Warsaw University of Life Sciences, პოლონეთი) პროფესორები, რობერტ პოპეკი და არკადიუშ პჟიბიში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ.
რობერტ პოპეკი – „ურბანული მცენარეულობა, როგორც ბუნებრივი ფილტრი: ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების დაჭერაში მწვანე ინფრასტრუქტურის როლის შეფასება“
პროფესორი რობერტ პოპეკი განიხილავს, როგორ უწყობს ხელს ურბანული გამწვანება ჰაერის დაბინძურების შემცირებას სწრაფად მზარდ ქალაქებში. წარმოადგენს უახლეს კვლევებს, რომლებიც სწავლობს ურბანული მცენარეულობის − პარკების, მინდვრების, მწვანე ბარიერების − ეფექტიანობას ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების (მაგ: მყარი ნაწილაკები, მიკროპლასტიკი და სხვ.) დაჭერაში. ასევე განიხილავს მწვანე ინფრასტრუქტურის როლს გარემოს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.
არკადიუშ პჟიბიში – „ფიტორემედიაცია: მდგრადი სტრატეგია ურბანული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“
პროფესორი არკადიუშ პჟიბიში ყურადღებას გაამახვილებს ფიტორემედიაციის მნიშვნელობაზე ურბანულ გარემოში. ის მიმოიხილავს, როგორ მუშაობს სხვადასხვა ტიპის ურბანული გამწვანება − განსაკუთრებით არაფორმალური მწვანე სივრცეები და მინდვრები − ჰაერის ბუნებრივ ფილტრებად. განიხილავს მცენარეთა სტრუქტურის, ბიომრავალფეროვნების, მდებარეობისა და გარემო პირობების გავლენას ჰაერის ხარისხზე და ეკოსისტემური სერვისების მიწოდებაზე.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 5 ივნისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.