Loading Events

« All Events

  • This event has passed.

პროფესორ პაოლო ბერნარდის საჯარო ლექცია „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”

ივნისი 3 / 17:00 - 18:00

3 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პადოვის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს პროფესორი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი პაოლო ბერნარდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”.

ლექცია მიეძღვნება სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების მოლეკულურ მექანიზმებს. მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მიტოქონდრიების ევოლუციურ როლს − როგორ იქცნენ უძველესი ბაქტერიები თანამედროვე უჯრედის ენერგეტიკულ ცენტრებად და როგორ განვითარდნენ მათი დახმარებით მრავალუჯრედიანი ორგანიზმები.

პროფესორი ბერნარდი განიხილავს:

  • ფოტოსინთეზის ევოლუციას და ჟანგბადის როლის გარდატეხას დედამიწის ბიოლოგიურ ისტორიაში;
  • უძველესი ანაერობული ორგანიზმების ადაპტაციას და მათ ენერგეტიკულ სტრატეგიებს;
  • მიტოქონდრიის წარმოშობასა და მის გავლენას ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციაზე.

პაოლო ბერნარდი პადოვის უნივერსიტეტის ბიომედიცინის მეცნიერებების დეპარტამენტის ემერიტუს პროფესორი და ყოფილი ხელმძღვანელია, ასევე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის კოლეჯის მოლეკულური პათობიოლოგიის დეპარტამენტში მოწვეული პროფესორი, კლინიკური პათოლოგიის სამაგისტრო სკოლის ყოფილი დირექტორი და ბიომედიცინის მეცნიერებების დოქტორანტურის პროგრამის კოორდინატორი.

პროფესორს გამოქვეყნებული აქვს 280 სამეცნიერო ნაშრომი და შედის ციტირების მიხედვით მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების 1.7%-ში. მიღებული აქვს არაერთი პრემია და წარდგენილი აქვს ასობით მოხსენება საერთაშორისო აკადემიურ სივრცეებში.

პაოლო ბერნარდი იყო იტალიის ბიომემბრანებისა და ბიოენერგეტიკის ჯგუფის პრეზიდენტი. იგი არის ვენეციის მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ვენეციის ინსტიტუტის, მილანის ლომბარდიის მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიისა და Academia Europaea-ს წევრი.

მან მიიღო მედიცინის დიპლომი პადოვის უნივერსიტეტში და განაგრძო განათლება უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით, NIH-Fogarty სტიპენდიით ვაითჰედის ბიომედიცინის კვლევის ინსტიტუტში – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT).

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 3 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
ივნისი 3
Time:
17:00 - 18:00
Event Category: