22 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, გიორგი ჭკადუას წიგნის „მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო“ პრეზენტაცია.
გიორგი ჭკადუამ სამაგისტრო ნაშრომი „მიხეილ ვორონცოვი და მეფისნაცვლის ინსტიტუტის შექმნა კავკასიაში“ ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ალექსანდრე მიქაბერიძის, ხელმძღვანელობით დაიცვა. ნაშრომი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“ სერიაში „ახალი თაობის ისტორიკოსები“. წიგნი გამოცემისთანავე გახდა ბესტსელერი 2025 წლის თბილისის წიგნის ბაზრობაზე. ამჟამად გიორგი ჭკადუა მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც სიღრმისეულად იკვლევს ვორონცოვის კავკასიაში მეფისნაცვლობის ისტორიას.
ღონისძიებას წარუძღვება პროფესორი ბექა კობახიძე, ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 22 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.