16 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება დავით დარჩიაშვილისა და ზურაბ სამარღანიშვილის წიგნის „პოლონური და ქართული ეროვნული პროექტების ტრაექტორია: შემთხვევა ნაციონალიზმის შედარებითი კვლევისათვის“ პრეზენტაცია.
წიგნი შეიქმნა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ 2022 წელს გაცემული გრანტის დახმარებით. ავტორებს ასევე ჰქონდათ პოზნანის ადამ მიცკევიჩისა და კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტების ბაზაზე აღმოჩენილი აკადემიური მხარდაჭერა.
წიგნში შეფასებულია თანამედროვე ქართველი და პოლონელი ერების იდენტობისა და ეროვნული დისკურსების ფორმირების თითქმის სამასწლოვანი პერიოდი განმანათლებლებიდან დღემდე. არსებითად, ავტორები ორ ქვეყანაში მოდერნულობის ნაციონალურ ასპექტებზე მსჯელობენ.
ჩნდება კითხვა: რატომ პოლონეთი და საქართველო – რა საერთოა ამ ორი ერის თავგადასავალს შორის?
პასუხი შეიძლება სამგვარი იყოს:
ნაშრომის შექმნაში წვლილი შეიტანეს კონსულტანტმა ჩარლზ ფერბენქსმა და მკვლევარმა თამარ თოლორდავამ.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 16 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.