11 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ალექსანდრე ბურკა ჩაატარებს ინტერაქციულ ვორკშოპს „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები: ბიზნესი, კომუნიკაცია და კულტურა − რაზე ვსაუბრობთ?“
ვორკშოპი ჩატარდება 9-13 აპრილს ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებითი უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში.
ვორკშოპის თემები:
დოქტ. ალექსანდრე ბურკა ბურგენლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ავსტრია) საერთაშორისო ბიზნეს კომუნიკაციის პროფესორია. იგი უძღვება სალექციო კურსებს საერთაშორისო კომპეტენციების, კულტურათაშორის მენეჯმენტის და რუსული ენას (როგორც უცხო ენის) მიმართულებით. აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის 25-წლიანი პროფესიული გამოცდილება.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 11 აპრილი, 19:00-21:00
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.