Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სტუდენტური კონკურსი „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“

მარტი 27 / 12:00 - 14:00

27 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდება ძილის მსოფლიო დღის აღნიშვნას. წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“, რომელიც მოიაზრებს ძილსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ამ დღის აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  გაიმართება სტუდენტურ მოხსენებათა ციკლი და საქართველოს ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის საზოგადოების ყრილობა.

ღონისძიების მიზანია  საზოგადოების ყურადღების გამახვილება ძილის მნიშვნელობაზე. ასევე გაიმართება სტუდენტური კონკურსის „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“ გამარჯვებულების პრეზენტაციები და დაჯილდოება.

დრო: 27 მარტი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.