შეხვედრაზე გიწვევთ მათ, ვინც დაინტერესებულია კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამით და სურს, დეტალურად გაიგოს, როგორია სწავლის პროცესი და რა შესაძლებლობები ექნებათ სწავლის დასრულების შემდეგ.
თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინოთ ლექტორებსა და კურსდამთავრებულებს და მეტი გაიგოთ პროგრამის უპირატესობებსა და თავისებურებებზე.
დრო: 7 მარტი, 19:00 საათი
ხანგრძლივობა: 40 წთ.
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32