10 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი კახა ქარჩხაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ბიოდიზელის საწვავის მიღების ტექნოლოგიები და მათი კომერციალიზაცია“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მიქელაძე
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 10 თებერვალი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.