Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მომავალ ფიზიკოსთა X ფესტივალის ფინალური კონფერენცია

დეკემბერი 30, 2024 / 15:00 - 16:00

30 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება მომავალ ფიზიკოსთა მეათე ფესტივალის ფინალური კონფერენცია.

ფიზფესტი 2013 წლიდან თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება როგორც სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია უფროსკლასელებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.

მისი მიზანია ფიზიკით დაინტერესებული, ცნობისმოყვარე ახალგაზრდების, „მომავალი ფიზიკოსების“, აღმოჩენა, წახალისება, დამოუკიდებელი კვლევა-ძიებისადმი ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერება და რეალიზაცია.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 30 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ.წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.