
18 მაისს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (101 – ე აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო გამართავს პრეზენტაციას სახელწოდებით:
“საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოტურისტული აქტივობები და სერვისები”. პრეზენტაციის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს:
– დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკების არსი;
– დაცულ ტერიტორიებზე განვითარებული ინფრასტრუქტურა;
– არსებული სერვისები;
– ეკოტურისტული აქტივობები;
– სათავგადასავლო ტურებისა და ექსკურსიების მოწყობის გზები და საშუალებები;
– სპეციალური შეთავაზება, ფასდაკლება სტუდენტებისათვის.
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]