10 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული მუსიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ვორკშოპი და კონცერტი.
შესრულდება როგორც პოლონური სონორიზმის შედევრები, ისე ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორის, ელენე გოგოძის, სპეციალურად ამ დუეტისთვის შექმნილი ნაწარმოები.
კონცერტის მიზანია ახალგაზრდა კომპოზიტორების დაინტერესება 1960-იან წლებში პოლონურ მუსიკაში გაბატონებული მიმდინარეობა სინორიზმით.
სონორისტულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ კომპოზიტორები: კშიშტოფ პენდერეცკი, ჰენრიკ მიკოლაი გურეცკი, კაზიმეჟ სეროცკი და ვიტოლდ შალონეკი და სხვები.
ამ მიმდინარეობაში აქცენტირებულია ბგერის წარმოშობა, მისი ფერი, ხანგრძლივობა და სონორობა – ყველა ეს კომპონენტი დღემდე ინარჩუნებს დიდ ინტერესს კომპოზიტორებისთვის.
დრო: 10 ნოემბერი, 11:00 საათი და 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.