Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ

ნოემბერი 14, 2024 / 12:00 - 13:00

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ილიას კვირეულის „ილია: ევროპული საქართველოს  პროექტი“ ფარგლებში იწვევს ილიაუნის სტუდენტებს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამაში „ლიტერატურული თამაში ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ“ მონაწილეობის მისაღებად.

სტუდენტები იმოგზაურებენ მე-19 საუკუნის საქართველოსა და ქართულ ლიტერატურაში. თამაშის დაწყებამდე მათთვის მოეწყობა მუზეუმის ტური.

დაინტერესებულ სტუდენტებს გთხოვთ, 13 ნოემბრის 12:00 საათამდე შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/WiGaJEtxcC4DWgeg8

გაითვალისწინეთ, რომ პროგრამაში მონაწილეობას შეძლებს პირველი 30 დარეგისტრირებული სტუდენტი.

დრო: 14 ნოემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, ივანე ჯავახიშვილის ქ. N7

Details

Date:
ნოემბერი 14, 2024
Time:
12:00 - 13:00
Event Category: