Loading Events

« All Events

  • This event has passed.

შეხვედრა დიდიე ტღებიუკთან, გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში

ოქტომბერი 10, 2024 / 14:00 - 15:00

10 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში დიდიე ტღებიუკთან. შეხვედრაზე დიდიე ტღებიუკი ისაუბრებს  საქართველოში გაეროს საქმიანობის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა (SDGs) და მათ მიღწევასთან დაკავშირებული გამოწვევების, ასევე მიმდინარე წლის სექტემბერში გამართული მომავლის სამიტის შესახებ.

მომხსენებელი მიმოიხილავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2015 წელს ჩამოყალიბებულ მდგრადი განვითარების 17 მიზანს, როგორც მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ნაწილს.

ეს მიზნები – სიღარიბის აღმოფხვრა, განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა – გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება გლობალური მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად; მომხსენებელი ასევე შეეხება გლობალურ და ლოკალურ პერსპექტივებს.

დასასრულს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუმრებს საშუალება მიეცემათ, დასვან კითხვები, გაუზიარონ მოსაზრებები მომხსენებელს და განიხილონ გაეროსა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 10 ოქტომბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
ოქტომბერი 10, 2024
Time:
14:00 - 15:00
Event Categories:
,