11 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოსა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებსა და თანამშრომლებთან.
სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კიბერსაფრთხეებისა და მათგან დაცვის მეთოდებზე ინფორმაციის გასაცნობად და კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საფუძველზე მართავს ინტერაქტიულ ღონისძიებებს.
შეხვედრა მიზნად ისახავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვის მექანიზმების სწავლებას, კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის ამაღლებას, რისკების შემცირებასა და კიბერჰიგიენის მინიმალური წესების ათვისებას.
შეხვედრის დასრულებისას ჩატარდება მხიარული ინტერაქტიული ქვიზი. გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცემათ.
ვის შეუძლია დასწრება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს.
დრო: 11 ოქტომბერი, 14:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. №1