Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024

სექტემბერი 28, 2024 / 12:00 - 17:00

28 სექტემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2024.

სამეცნიერო პიკნიკის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევათა სახალისო ფორმით წარმოჩენა ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.

ილიაუნის  მეცნიერები და მეცნიერების პოპულარიზაციის ჯგუფები  ილიაუნის ეზოში  საინტერესო ექსპერიმენტებს, ინტერაქციულ გამოფენებსა და შემეცნებით-გასართობ პროგრამებს შემოგთავაზებენ.

პიკნიკზე დააკვირდებით საინტერესო აქტივობებს, რომლებიც ხსნიან ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და სხვა მეცნიერებათა მომხიბვლელ პრინციპებს.

ექსპერიმენტებისა და დემონსტრაციების გარდა თბილისის ზოოპარკი, განათლებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სკოლები და კერძო ორგანიზაციები წარმოგიდგენენ სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეს, ასევე საკუთარ კვლევებსა და მიღწევებს.

ჩვენი სამეცნიერო პიკნიკი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გართობა და თამაშები – ეს არის შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-4 მიზნის (SDG 4) – „ხარისხიანი განათლება: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის” –  შესრულებაში.

 რატომ არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო პიკნიკი SDG 4-ისთვის:

  • პრაქტიკული სწავლება: ინტერაქციული სამეცნიერო ექსპერიმენტები და დემონსტრაციები ხელს უწყობენ კრიტიკული აზროვნების, ცნობისმოყვარეობისა და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას;
  • ინკლუზიური განათლება: ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი ყველასთვისაა და ხელს უწყობს ვიზიტორების წვდომას ხარისხიან საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე განურჩევლად ასაკისა  და  გამოცდილებისა.
  • უწყვეტი სწავლების (lifelonlearning) წახალისება: პიკნიკი ეხმარება როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს მეცნიერების საოცრებების შესასწავლად. მისი მიზანია სწავლისადმი უწყვეტი გატაცების გაღვივება.

სამეცნიერო პიკნიკის დასრულების შემდეგ ღონისძიების მთავარ სცენაზე ტრადიციულად წელსაც გაიმართება პირველკურსელების მიღების ცერემონია.

დრო: 28 სექტემბერი, 12:00 -17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)

დასწრება თავისუფალია.

 

Details

Date:
სექტემბერი 28, 2024
Time:
12:00 - 17:00
Event Category: