Loading Events

« All Events

  • This event has passed.

რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი − მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია

ივლისი 22, 2024 / 17:00 - 18:00

22 ივლისს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „რელიგიის კვლევები“ ფარგლებში გაიმართება რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალის „ზღვარი − მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა“ პრეზენტაცია. ჟურნალს წარადგენს და განხილვას გაუძღვება გამოცემის მთავარი რედაქტორი, დეკანოზი გიორგი წეროძე.

ჟურნალის წარდგენისა და განხილვის ორგანიზატორია ლიტერატურული კლუბი USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 22 ივლისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.