27 და 29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში Erasmus+-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში გაიმართება ჰუმბოლტის უნივერსიტეტის პროფესორის მარკ-გეორგ დერმანის საჯარო სემინარები.
სემინარზე დასწრება საინტერესო იქნება ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, ასევე ლიტერატურის თეორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ დამსწრეებს წინასწარ ჰქონდეთ წაკითხული რომან იაკობსონის ტექსტი:
სამუშაო ენა: ინგლისური
სამუშაო ენა: გერმანული
მარკ-გეორგ დერმანი გერმანული ლიტერატურის ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორია ჰუმბოლტის უნივერსიტეტში (ბერლინი). მისი კვლევის სფეროებია ეპოსის ისტორია, ლიტერატურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ურთიერთმიმართებები, ლიტერატურა და ისტორია, ანტიკურობის რეცეფცია ლიტერატურაში, კულტურის ტრანსფერი ინგლისსა და გერმანიას შორის.
მომხსენებლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Prof. Dr. Mark-Georg Dehrmann — Institut für deutsche Literatur (hu-berlin.de)
სამუშაო ენები: ინგლისური, გერმანული
დრო: 27 მაისი, 29 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507), გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.