Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ვორკშოპი „მომავლის პროფესიები“

ივნისი 14, 2024 / 17:00 - 18:00

14 ივნისს 17:00 საათზე ვაკის პარკში მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი გაიმართება, რომელიც წელს HR Hub-თან თანამშრომლობით დასაქმების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება.

17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარავში სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ მღებრიშვილის მოხსენება თემაზე: „მომავლის პროფესიები“.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით ბმულზე: https://forms.gle/Qa1wkAgsSEx25ZPo9

მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმი ყოველწლიურად ტარდება სამსახურისა და კარიერული განვითარების მაძიებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.

HR hub-ი საქართველოში HR პროფესიონალების ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა, რომელშიც შედის 600-ზე მეტი კერძო და საჯარო სექტორის HR პრაქტიკოსი და დასაქმებისა და კარიერული განვითარების მასშტაბურ შესაძლებლობებს ქმნის სამსახურის ან კარიერული განვითარების მაძიებელთათვის.

ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, ინტერესების შესაბამისად შეხვდნენ 50-ზე მეტ დამსაქმებელ ორგანიზაციას, გაეცნონ მათ ვაკანსიებს და გააკეთონ განაცხადი.

ვაკანსიებისა და მონაწილე ორგანიზაციების ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ ბმულს:https://bit.ly/3X41Gwz

ღონისძიება იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/449796220851795

Details

Date:
ივნისი 14, 2024
Time:
17:00 - 18:00
Event Category: