Loading Events

« All Events

  • This event has passed.

სოციოლოგიის კვირეული

ივნისი 10, 2024 / 17:30 - ივნისი 14, 2024 / 18:00

10-14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”გაიმართება სოციოლოგიის კვირეული. ღონისძიება გაიხსნება 10 ივნისს, 17:00 საათზე.

ილიაუნის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორები, დოქტორანტები, მოწვეული მკვლევრები ისაუბრებენ აქტუალურ საზოგადოებრივ საკითხებზე საქართველოში.

კვირეულზე წარმოდგენილი კვლევებისა და დისკუსიის თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: მოსახლეობის დამოკიდებულება ევროკავშირში გაწევრიანებისადმი, პროტესტი და ახალგაზრდების ღირებულებები, უთანასწორობა და სოციალური პოლიტიკა, აფხაზეთის კონფლიქტი და სხვ.