Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ფრანგულენოვანი წიგნის LA GÉORGIE À LA CROISÉE DES CULTURES (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია

ივნისი 10, 2024 / 19:00 - 20:00

10 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება ფრანგულენოვანი წიგნის La Géorgie à la croisée des cultures (საქართველო კულტურათა გზაგასაყარზე) პრეზენტაცია.

წიგნის გამოცემის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 29-30 ნოემბერს პარიზში, ზღვისიქითა მეცნიერებების აკადემიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანადაფინანსებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ჩატარდა ამავე დასახელების კონფერენცია კულტურის სხვადასხვა სფეროს ქართველი და ფრანგი სპეციალისტების მონაწილეობით. კონფერენციის მასალები დაიბეჭდა 2023 წლის დეკემბერში აკადემიის ბიულეტენში Mondes & Cultures.

წინამდებარე ნაშრომი უფრო ფართო მასშტაბით წარმოადგენს ქართული კულტურის სხვადასხვა მიმართულებას, უხვად არის ილუსტრირებული.
გარეკანის ილუსტრაცია ეკუთვნის მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს. წიგნის შიგნით ასევე შეხვდებით ამავე მხატვრის მიერ შესრულებულ ოთხთავის იშვიათი ხელნაწერის რვა ილუსტრაციას და ვეფხისტყაოსნის ფრანგული თარგმანის ერთ ილუსტრაციას.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 10 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის 1. N1

დასწრება თავისუფალია.