
27 აპრილს, 18:00 საათზე, საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის The Caucasus Through Time Network-ის ორგანიზებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჭიჭინაძე ონლაინ წაიკითხავს ლექციას ”Iviron and its Artistic Legacy”.
მომხსენებელი შეეხება ივირონის ათონის ქართველთა მონასტერსა და მის ხელოვნებას. ივირონის რელიგიური და პოლიტიკურ-კულტურული განზომილება, რომელიც სცილდება საკუთრივ ათონის მთას, გაცხადებულია სამონასტრო ხელოვნებითა და რელიკვიებით. საუკუნეთა განმავლობაში ათონსა და საქართველოს შორის კავშირ-ურთიერთობების თავისებურებები განხილული იქნება ხელოვნების პერსპექტივიდან.
ფორმატი: ონლაინ (შეხვედრა ზუმში)
რეგისტრაცია:
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 27 აპრილი, 18:00 საათი
დასწრება თავისუფალია.