21 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლისა და კომპანია „ენკომის“ ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან თემაზე „ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება”.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტს.
შეხვედრის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი.
დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 აპრილის 22:00 საათამდე.
დასწრებას შეძლებენ მხოლოდ შერჩეული პირები. მათ დაუკავშირდებიან სააპლიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე: https://shorturl.at/tFP03
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 21 აპრილი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32