
11 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამა „ფსიქოლოგიის“ დოქტორანტი ნინო ბუწაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „სოციალური დომინანტობის ორიენტაცია და კოგნიტური სიცხადის მოთხოვნილება, როგორც BIAS map-ის მოდერატორები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ნინო ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 11 მარტი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ.N1
დასწრება თავისუფალია.