Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მონოგრაფიის „ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით“ პრეზენტაცია

მარტი 6, 2024 / 17:00 - 18:00

6 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 აუდიტორიაში გაიმართება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევრების, თამარ დემეტრაშვილისა და თამარ ლეკვეიშვილის მონოგრაფიის „ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით“ პრეზენტაცია.

ნაშრომში განხილულია დასავლეთ საქართველოში XVI-XVII საუკუნეების ქართული ქრისტიანული ტაძრების კედლის მხატვრობის (ფრესკების) ის ნიმუშები, რომლებზე გამოსახულ ქტიტორთა, მეფეთა, დიდგვაროვანთა და მათი ოჯახების ჩაცმულობაში ასახულია ირანული გავლენა. განხილულია ისტორიული გარემო, რაც განაპირობებდა ჩაცმულობაში ამგვარი ტენდენციის გაძლიერებას. გამახვილებულია ყურადღება ტანისამოსის ცალკეულ დეტალებსა და მათ სიმბოლურ დატვირთვაზე.

მონოგრაფია გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ამავე სახელწოდების პროექტის (შიფრი NFR-19-118) ფარგლებში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, S201/202 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N3

დასწრება თავისუფალია.

2024

Details

Date:
მარტი 6, 2024
Time:
17:00 - 18:00
Event Category: