
პირველ მარტს, 17:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება აუქციონი ლუკა ნახუცრიშვილის გადასარჩენად.
აუქციონზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანთა ნამუშევრები, რომელთა გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ლუკას დასახმარებლად.
გრძელდება რეგისტრაცია აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ლუკას დასახმარებლად, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული:https://rb.gy/67bfl1
აუქციონი ეწყობა ლუკას გადასარჩენად დაგეგმილი უნიმარკეტის ფარგლებში. ამასთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია კომპანიების, ხელოვანთა, სტარტაპერების, ილიაუნის სტუდენტებისა და ლექტორების მიერ გასაყიდად გამოტანილი ნივთების შეძენა ან უნიმარკეტის მონაწილედ დარეგისტრირება და ნივთების გაყიდვა.
განრიგი:
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
2024