
1-ელ მარტს, 16:00-დან 19:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში გაიმართება უნიმარკეტი ლუკას გადასარჩენად.
უნიმარკეტზე დაგეგმილია აუქციონი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ცნობილ ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები.
გრძელდება რეგისტრაცია უნიმარკეტში მონაწილეობის მისაღებად.
თუ გსურთ წვლილი შეიტანოთ ლუკას გადასარჩენად, შეავსეთ სარეგისტრაციო ბმული: https://rb.gy/67bfl1
უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია:
განრიგი:
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N32
36 წლის ლუკა ნახუცრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ლუკა პირველი თაობის ილიაუნელია. მან 2008 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი, შემდეგ სწავლობდა პრაღის, ტულუზის, ვუპერტალის, პერპინიანისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებში. 2013 წლიდან ილიაუნის ასოცირებული პროფესორია.
დღეს ილიაუნი ლუკას დასახმარებლად ერთიანდება. რამდენიმე თვის წინ მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და თვეზე მეტია, ქიმიოთერაპიის მკურნალობის კურსს გადის ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ლუკას ქიმიოთერაპიის 12 კურსი ესაჭიროება. ამ ეტაპზე კურსისა და კლინიკის მომსახურების ხარჯების დასაფარად 45 000 ევროა საჭირო.