
2 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის პროგრამებით დაინტერესებული უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის გაიმართება ღია კარის დღე.
ილიაუნის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის პროგრამული საგნები მოიცავს ისეთ მასალას, რომელიც დაფუძნებულია:
საინფორმაციო შეხვედრაზე სამართლის სკოლის პროფესორები და სტუდენტები დამსწრეთ გააცნობენ ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის შინაარსის, სწავლების მეთოდებისა და პროფესიული პერსპექტივების შესახებ.
სამართლის სკოლაში სწავლისას შეიძენთ ფართო ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას: შეძლებთ იმუშაოთ რეალურ შემთხვევებზე და გამოიძიოთ კონკრეტული საქმეები, ისარგებლებთ სამართლის სკოლის კლინიკებითა და კვლევითი ცენტრებით, რაც დაგეხმარებათ გახდეთ სამართლის დარგის კონკურენტუნარიანი სპეციალისტი.
ილიაუნის სამართლის სამართლის სკოლის მისიაა სტუდენტებისთვის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებათა ჩამოყალიბება.
დამსწრეთა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხებენ ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორები და სტუდენტები.
დრო: 14:00-15:30 საათი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე https://forms.gle/hYcpUiZeXR12uvuF7
ინფორმაცია ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ https://shorturl.at/himuI
შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ!