Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ბაკალავრია​ტის დამთავრები​ს ცერემონიალ​ი ილიაუნიში

ივნისი 24, 2011 / 16:13

25 ივნისს, დილის 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) გაიმართება ბაკალავრების გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება.

ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს მიესალმება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგი თევზაძე. ღონისძიებას დაესწრება და სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრებას მიულოცავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი. ტრადიციისამებრ ბაკალავრების სახელით კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი გამოვა.

წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს 2000-ზე მეტი ბაკალავრი ამთავრებს.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ილიაუნის როკ-ფესტივალის გამარჯვებული სტუდენტური ჯგუფი “The Pulse” კონცერტს გამართავს.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
ივნისი 24, 2011
Time:
16:13
Event Category:
Event Tags: