ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა 7 მაისს, 22:00 საათზე, “ილიაუნის თეატრში’’ (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) ატარებს ანტინარკოტიკულ აქცია-კონცერტს.
წარმოდგენილი იქნება პოეზიისა და ცოცხალი მუსიკის სინთეზი, 23:00 საათზე კი ნაჩვენები იქნება გადაცემა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის. დაგეგმილ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ბექა ლორთქიფანიძე, ბიჭი ივანიშვილი, თინა ჯანელიძე, ნინო ბაშარული, ბექა კოკაია, ჯგუფი ფრანი და მგზავრები.
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]