Loading Events

« All Events

  • This event has passed.

რეკლამის ფესტივალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

აპრილი 19, 2011 / 16:42

20 აპრილს ”რეკლამების ფესტივალი სტუდენტური ხედვა 2011” -ის 3 გამარჯვებული გამოვლინდება, ისინი დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. თავის ფავორიტ გუნდებს დააჯილდოებს კომპანია GlobalCell, GO! Electronics.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს პროექტი ”რეკლამების ფესტივალი სტუდენტური ხედვა 2011”, რომელშიც მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისაგან შემდგარი 17 გუნდი.

პროექტი, რომლის ავტორია სოფო ბოლქვაძე, ბიზნესის ფაკულტეტის, სატელევიზიო სასწავლო ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის დახმარებით მომავალ ეკონომისტთა სტუდენტურმა კლუბმა განახორციელა.

მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი კიდევ გეგმავს მსგავსი კონკურსების ჩატარებას, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, თავიანთი ცოდნა პრაქტიკაში განახორციელონ და გაიუმჯობესონ პროფესიული უნარ-ჩვევები.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 19, 2011
Time:
16:42
Event Category:
Event Tags: