Loading Events

« All Events

  • This event has passed.

უნიმარკეტი STAND WITH UKRAINE

იანვარი 13, 2023 / 19:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით წლის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში 13 იანვარს, პარასკევს, 19:00-დან 22:00 საათამდე გაიმართება უნიმარკეტი #STANDWITHUKRAINE  უკრაინის მხარდასაჭერად.

უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება:

საქველმოქმედო ყუთში ჩააგდოს ნებისმიერი რაოდენობის შემოწირულება;

შეიძინოს საინტერესო ნივთები, გამოცემები, რომელთაც ჩვენი სტუდენტები და ლექტორები უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გასაყიდად გამოიტანენ;

დარეგისტრირდეს უნიმარკეტის მონაწილედ, ჩვენგან მოითხოვოს ინვენტარით მხარდაჭერა და გაყიდოს ნივთები, შემოსული თანხა კი შემოწირულების საქველმოქმედო ყუთში მოათავსოს.

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეგროვებული თანხით უკრაინელთა დასახმარებლად შეიძენს აუცილებელ მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას და უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას.

თუ გსურთ უნიმარკეტზე ნივთების გასაყიდად გამოტანა და ამ ფორმით უკრაინის მხარდაჭერა, შეავსეთ აპლიკაცია და თქვენს საჭიროებათა შესაბამისად მოწყობილ სივრცეს დაგახვედრებთ.

 აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3VVqHpB

 ადგილმდებარეობა: ილიაუნის E კორპუსის შიდა ეზო, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დამატებითი შეკითხვებისთვის
577 75 59 86
pr@iliauni.edu.ge

2023 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
იანვარი 13, 2023
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: