
9 ივლისს, 19.00 საათზე, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ოთხ ახალ სადოქტორო პროგრამას წარადგენს:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამები უნიკალურია საქართველოში. ის ინტერ- და მულტიდისციპლინური კვლევის პრინციპებზეა აგებული და ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგის აღიარებული მკვლევარები უკვე მერამდენე წელია ერთობლივად შეისწავლიან სხვადასხვა საკვლევ თემებს. მიმდინარე კვლევებში ჩართვით ისინი მომავალ დოქტორებს საკვლევი ობიექტის სხვადასხვა დარგიდან დანახულ პერსპექტივას შესთავაზებენ.
[wpai_display_imported_files_here]