Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ყველაფერი უკრაინის შესახებ: “უკრაინის ისტორია: უძველესი დროიდან დღემდე”

მაისი 25, 2022 / 19:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გთავაზობთ საჯარო ლექციათა სერიას „ყველაფერი უკრაინის შესახებ“. სერიის მიზანია, დაინტერესებულმა პირებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ უკრაინის, კერძოდ, მისი ისტორიის, ენის, ლიტერატურის, კულტურის, პოლიტიკური სისტემის, საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ბოლო პერიოდში ქვეყანა აღმოჩნდა.

კურსს გაუძღვებიან კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელენა შევჩენკო და უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი ალლა გოლოვნია. მომხსენებლები 2022 წლის მაისიდან შემოუერთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უკრაინის სამეცნიერო საზოგადოებისადმი მხარდაჭერის მიზნით გამოცხადებული პროგრამის Ukrainian Academics at Risk ფარგლებში.

ლექციათა სერიის ფარგლებში 25 მაისს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პირველი შეხვედრა თემაზე: “უკრაინის ისტორია: უძველესი დროიდან დღემდე”

ლექციაზე დისტანციურად დასწრება ასევე შესაძლებელია Zoom-ის მეშვეობით.

გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს.

დრო: 25 მაისი, 19:00 საათი

2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 25, 2022
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: