
27 მაისს განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაზე ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით ილიაუნის სერიის „ქალები მეცნიერებაში“ ფარგლებში გაიმართება Live-შეხვედრა პროფესორ მაია თოდუასთან.
მაია თოდუა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის მიმართულებით.
შეხვედრაზე სამეცნიერო კარიერით დაინტერესებულ აუდიტორიას გაუზიარებს თავის გამოცდილებას – რა სტერეოტიპებისა და სირთულეების გადალახვა მოუხდა სამეცნიერო კარიერაში, როგორ მოახერხა წინააღმდეგობათა დაძლევა და წარმატების მიღწევა; ასევე გააცნობს იმ სამეცნიერო პროექტებს, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ან/და მონაწილეობით განხორციელდა, ან მიმდინარეობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის მიმართულებით.
დრო: 27 მაისი, 13:40-14:20 საათი
ფორმატი: დისტანციური
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fRrxRn
დასწრება თავისუფალია.
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]