
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით ატარებს ონლაინჩემპიონატს სწრაფ ჭადრაკში. ჩემპიონატი ჩატარდება 1-ლ ივნისს. ტურნირი გაიმართება შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: თითოეულ მოთამაშეს – 10 წუთი პარტიის ბოლომდე.
შეჯიბრებაში მონაწილე სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ვებსაიტზე www.chess.com. ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მონაწილეები ელფოსტით მიიღებენ „ონლაინკლუბის“ ბმულს, რომელშიც უნდა გაწევრიანდნენ.
Chess.com-ზე რეგისტრაციისას სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ რეალური ვინაობა, რომელიც გააადვილებს მოთამაშეთა იდენტიფიცირებას. მეტსახელი (ნიკნეიმი) შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ პროფილში აუცილებლად უნდა შეიტანოთ სახელი და გვარი.
მონაწილეებისთვის აუცილებელია Zoom-ში ჩართვა. შეხვედრის ბმულს და დამატებით ინფორმაციას მიიღებთ სარეგისტრაციო ვადის დასრულების შემდეგ.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/BLpUEkMVqoSHrFKs9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 მაისი.
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]