
17 მაისს, ორშაბათს, 17:00 საათზე ილიაუნის მუსიკის ცენტრის სტუდენტებისთვის ონლაინვორკშოპს გამართავს ცნობილი კომპოზიტორი ეკა ჭაბაშვილი. ის ისაუბრებს კომპოზიტორებისთვის, და ზოგადად მუსიკის შექმნის პროცესით დაინტერესებული პირებისთვის, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: მუსიკის შექმნის პროცესში ინტუიციური და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება; მუსიკალური პარამეტრების პრიორიტეტები მათი გამოყენების მეთოდების დემონსტრირებით; ასევე ალეატორულ ტექნიკასა და ალტერნატულ/გრაფიკულ ნოტაციაზე.
მსურველებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საინტერესო ონლაინშემოქმედებით ექსპერიმენტში.
ვორკშოპი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის.
შეხვედრის ბმული: https://bit.ly/33LeNG1
გელით!
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]