Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – როგორ შენდება სამყარო?

აპრილი 19, 2021 / 19:00

19 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა ახალი პროექტის „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ“ ფარგლებში გამართავს ვახტანგ ბალავაძის ლაივშეხვედრას თემაზე: „ტექნოლოგიები ჩვენ ირგვლივ – როგორ შენდება სამყარო?“

შეხვედრა ორ მოდულად დაიყოფა და მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე:

პირველი მოდული:

  • პროფესია სამოქალაქო ინჟინერი;
  • სამოქალაქო ინჟინრების როლი საზოგადოებაში;
  • სამოქალაქო ინჟინერია დღევანდელ მსოფლიოში.

მეორე მოდული:

აშენებული გარემოს როლი ადამიანის ცხოვრებაში

  • აშენებული გარემოს განმარტება;
  • აშენებული გარემოს კომპონენტები;
  • რატომ აშენებენ ადამიანები;
  • სოციალური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური გამოწვევები;
  • ინტეგრაციული დიზაინი: ინჟინერია, ხელოვნება და მეცნიერება.

მომხსენებლის შესახებ:

ვახტანგ ბალავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, სამოქალაქო ინჟინერიის პროფესორია.

დრო: 19 აპრილი, 19:00 საათი

 ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიის სკოლის ფეისბუქგვერდი

ვრცლად განრიგისა და მომავალი ლექციების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3x0CdEN

2021 წელი

 

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
აპრილი 19, 2021
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: