10 მარტს, WEG, ილიას უნივერსიტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტთან ერთად, იწყებს ვებინარების ციკლს – ჰიდროენერგეტიკა და მდგრადი განვითარება. სემინარებზე განხილული იქნება ჰიდროენერგეტიკის აქტუალური თემები, მათ შორის:
ვებინარებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები და დაინტერესებული მხარეები. ძირითადი დრო დაეთმობა საზოგადოების მიერ დასმული მწვავე საკითხების განხილვას.
ვებინარების ფორმატი მოიცავს ძირითადი მოხსენებას და პანელურ განხილვას დარგის სპეციალისტების მონაწილეობით. გამოყოფილი იქნება კითხვა პასუხისა და დისკუსიის დრო.
პირველი ვებინარი ჩატარდება 10 მარტს 17:00-19:00სთ. განვიხილავთ ჰიდროსადგურების სტრატეგიული და ტექნიკური მიზანშეწონილობის საკითხებს და მის გარშემო საზოგადოებაში დასმულ კითვებს. (იხ. დღის წესრიგი).
ჰიდროელექტროსადგურების სტრატეგიული, ენერგეტიკული და ტექნიკური მიზანშეწონილობა
დღის წესრიგი
10 მარტი
17:00-19:00 სთ
17:00 – 17:10
შესავალი
მურმან მარგველაშვილი (WEG, ილიას უნივერსიტეტი)
17:10- 17:50
ჰიდროენერგეტიკა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება
მურმან მარგველაშვილი (WEG, ილიას უნივერსიტეტი)
17:50- 18:00 კითხვა-პასუხი
18:00- 18:40
პანელური დისკუსია – ჰესების სტრატეგიულ და ენერგეტიკულ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით დასმული კითხვების განხილვა
სექტორის სპეციალისტები: გიორგი აბულაშვილი, არჩილ კოხტაშვილი, დავით მირცხულავა
18:40 – 18:50 შეჯამება
ზუმის შეხვედრის ლინკი: http://bit.ly/388Tr8c
[wpai_display_imported_files_here]