
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი იწვევს მსურველებს EFL-ის ტრენინგზე დასასწრებად.
კომუნიკაციის, ქცევისადა ფუნქციური უნარ-ჩვევების კურიკულუმი EFL-ი („ცხოვრებისთვის აუცილებელი“) შეფასების ინსტრუმენტია, რომელიც ეფუძნება ქცევის გამოყენებით ანალიზს. ტრენინგზე მონაწილეები
ტრენინგს ჩაატარებს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ქეისმენეჯერი, რეგისტრირებული ქცევითი თერაპევტი (RBT) ანა წურწუმია.
ჩატარების დრო: 28 ნოემბერი, 11:00-16:00 სთ; 29 ნოემბერი, 11:00-16:00 სთ.
მონაწილეთა რაოდენობა: 15
ტრენინგი ჩატარდება ონლაინ ZOOM პლატფორმის საშუალებით.
ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელიაა აუტიზმის სპექტრის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
მსურველებმა 2020 წლის 25 ნოემბრამდე უნდა გამოგზავნონ რეზიუმე (ტელეფონის ნომრისა და მეილის მითითებით) ელექტრონულ მისამართზე: tinatini.avsajanishvili.1@iliauni.edu.ge
ტრენინგი ჩატარდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის „საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაუმჯობესება და გაფართოება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
[wpai_display_imported_files_here]